ჩვენი სერვისები

about us image

რეალურ დროში ტრანსპორტის მონიტორინგი

ჩვენი GPS მართვის სისტემა საშუალებას გაძლევთ სრული კონტროლი მოახდინოთ თქვენს სატრანსპორტო საშუალებებზე. რეალურ დროში GPS მონიტორინგი გაჩვენებთ ავტომობილის ზუსტ ადგილმდებარეობას, მოძრაობის სიჩქარეს, გაჩერებებსა და მარშრუტის ისტორიას.

ეს ფუნქციონალი დაგეხმარებათ:

  • ოპერატიულად გააკონტროლოთ თითოეული მანქანის გადაადგილება
  • თავიდან აიცილოთ არასანქცირებული გადაადგილება და საწვავის ზედმეტი ხარჯვა
  • სწრაფად მოახდინოთ რეაგირება საგანგებო სიტუაციებში
about us image

საწვავის მართვა და ოპტიმიზაცია

საწვავი არის ავტოპარკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარჯი. ჩვენი სისტემა ინტეგრირებულია საწვავის სენსორებთან და ანალიტიკურ მოდულებთან, რაც გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ:

  • რამდენ საწვავს მოიხმარს თითოეული ავტომობილი
  • საწვავის ავზში არსებული მიმდინარე მოცულობა
  • საწვავის ჩასხმების და ამოსხმების შესახებ დეტალური ინფორმაცია
  • არამიზნობრივი გამოყენება და შესაძლო ქურდობა

საწვავის ხარჯვის ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ შეამციროთ დანახარჯები და გაზარდოთ კომპანიის მომგებიანობა.

about us image

ონლაინ ვიდეო მონიტორინგი

ონლაინ ვიდეო მონიტორინგი სატრანსპორტო საშუალებიდან ინტეგრირებული კამერების მეშვეობით შესაძლებელია როგორც სატრანსპორტო საშუალების სალონის, ისე გზის მონიტორინგი. ვიდეოტრანსლაცია ხელმისაწვდომია რეალურ დროში, ასევე ინახება არქივში შემდგომი ანალიზისთვის.

ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხოებისათვის
  • სადაზღვევო შემთხვევებისა და ავარიების გაშიფვრისას
  • მძღოლების ქცევის კონტროლისთვის
about us image

ტვირთების მონიტორინგი

ჩვენი IoT სენსორები და GPS სისტემები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ტვირთის მოძრაობა და მდგომარეობა მთლიანი მარშრუტის განმავლობაში.

ფუნქციონალი მოიცავს:

  • ტემპერატურის, ტენიანობისა და დარტყმების კონტროლს (განსაკუთრებით სასარგებლო სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტებისთვის)
  • ტვირთის ზუსტ ადგილმდებარეობას
  • არასანქცირებული გახსნის ან გადაადგილების შემთხვევაში შეტყობინებების მიღებას
about us image

ოფისისა და პერსონალის კონტროლი

ჩვენი გადაწყვეტა არ შემოიფარგლება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებით.

სპეციალური სისტემების საშუალებით შესაძლებელია ოფისის და ადგილზე მომუშავე პერსონალის კონტროლი:

  • სამუშაო დროის აღრიცხვა და ვიზიტების მონიტორინგი
  • პერსონალის ადგილმდებარეობის კონტროლი (მაგ., მობილური ჯგუფებისთვის)
  • სამუშაო დისციპლინის გაუმჯობესება.

ეს ინსტრუმენტები ზრდის შიდა პროცესების გამჭვირვალობას და ეფექტურობას.

about us image

API ინტეგრაციები

ჩვენი პლატფორმა სრულად ღიაა და ადვილად ინტეგრირდება მესამე მხარის სისტემებთან. API ინტერფეისები იძლევა შესაძლებლობას ერთიანად აკონტროლოთ ყველა ბიზნეს-პროცესი ERP, CRM ან საბუღალტრო პროგრამებთან კავშირის საშუალებით.

API ინტეგრაციის სარგებელი:

  • მონაცემების ავტომატური სინქრონიზაცია
  • დროისა და რესურსების დაზოგვა
  • კომპანიის ციფრული ეკოსისტემის გაერთიანება ერთიან პლატფორმაზე
Aveqgia Logo

All Rights Reserved. © 2025